მრავალპროფილური კლინიკა

 თელავის რაიონული საავადმყოფოს ისტორია 1972 წლიდან იწყება.

კლინიკა საკმაოდ კონკურენტუნარიანია კახეთის რეგიონში, მას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ხარისხიანი ჯანმრთელობის მომსახურების უზრუნველყოფაზე.
კლინიკა თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა სოციალურ პარტნიორებთან.
კლინიკა ფლობს შემდეგ სამედიცინო ლიცენზიებს :
 რეანიმაციული მომსახურება - I II III დონის ინტენსირი მოვლა;
 ქირურგიული მომსახურება - II III დონე;
 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება - III დონე;
 რადიოლოლოგიური საქმიანობა - CT და XRAY;
 ინტერვენციულიკარდიოლოგია;
 ნეიროქირურგია;
 ოფთალმოლოგია;
 გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობა;
 ლაბორატორიული საქმიანობა - კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური
დიაგნოსტიკა, იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

კლინიკა მრავალპროფილურია, ახორციელებს გადაუდებელ და გეგმიურ ამბულატორიულ და სტაციონარული სერვისების მიწოდებას. გახსნის დღიდან კლინიკაში ხორციელდება, როგორც თერაპიული (გადაუდებელი და კრიტიკული მედდიცინის დეპარტამენტები, ზოგად თერაპიული, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური მიმართულება), ასევე ქირურგიული (ზოგაფი ქირურგია,
ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პროქტოლოგია) მიმათულებით პაციენტთა მომასახურება.

2001 წლიდან კლინიკაში დანერგილია ოფთალმოქირურგიული სერვისი;
2014 წლიდან გახსნილია ინტერვერციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი,
რომლითაც უზრუნველყოფილია სერვისის 24/7-ზე მიწოდება;
2023 წლიდან კლინიკამ მიიღო ინსულტის მართვის პირველადი ერთეულის ნებართვა, რის შემდეგაც წარმატებით ახორციელებს თრომბოლიზურ პროცესებს.

კლინიკა მუდმივად ზრუნავს მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ყოველწლიურად მიმდინარეობს როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება, რაც ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების დანერგვას და პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში კლინიკაში განხორციელდა ინფრასტრუქტურის რადიკალური ცვლილებები. განახლდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა: გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის, ანესთეზიისა და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის, კარდიოინტერვენციული,
ოფთალმოლოგიური, ზოგად ქირურგიული დეპარტამენტები, აგრეთვე განახლდა ექოსკოპიის, ენდოსკოპიის, რენდგენო დიაგნოსტიკის, კლინიკური ლაბორატორიის და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ტექნიკა.
კლინიკამ შეიძინა ევროსტანდარტების შესაბამისი ჟანგბადის საწარმო დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ჟანგბადის უწყვეტ მიწოდებას 24/7 რეჟიმში. აღნიშნული დანადგარის არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში
ჟანგბადის დეფიციტის პირობებში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტთა უსაფრთხოებისა და ეფექტური მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ასევე, კლინიკა აღჭურვილია ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების სისტემით, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო ტექნოლოგიების შეუფერხებელ
ფუნქციონირებას საგანგებო პირობებშიც კი და ხელს უწყობს სტაციონარული სერვისების გამართულ და უსაფრთხო ოპერირებას.
შ.პ.ს. „თელავის რაიონულმა საავადმყოფო“-მ, პირველმა მოიპოვა კახეთის რეგიონში “Temos international Healthcare Accreditation” აკრედიტაცია და საქართველოს მაშტაბით აკრედიტირებული კლინიკების პირველ ხუთეულშია!
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1079628080837736&set=pb.100063716616091.-2207520000&type=3

TEMOS-ის აკრედიტაცია ჯანდაცვის სფეროში წარმოადგენს ხარისხის მნიშვნელოვან საერთაშორისო ნიშანს, რომელიც ადასტურებს კლინიკის მომსახურების შესაბამისობას აღიარებულ გლობალურ სტანდარტებთან.
აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში, დამოუკიდებელმა გერმანულმა ორგანიზაციამ დეტალური შეფასება მისცა კლინიკის ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორიცაა პაციენტთა უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება, პერსონალის
პროფესიული კვალიფიკაცია და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ასპექტები.

TEMOS-ის აკრედიტაციის მოპოვებამ არსებითად გააძლიერა კლინიკის სანდოობა და ხელი შეუწყო პაციენტთა ნდობის გაღრმავებას. აღნიშნული სტატუსი ლინიკას წარმოაჩენს კონკურენტუნარიან და მიმზიდველ პარტნიორ ორგანიზაციად არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.
TEMOS-ის აკრედიტაცია კლინიკას აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს ჯანდაცვის ტურიზმის სექტორში, რაც ზრდის მისი განვითარების პერსპექტივებსა და უზრუნველყოფს საერთაშორისო პაციენტების მოზიდვის დამატებით რესურსს.

თელავი, ალადაშვილის ქ.2
0350 27 12 15